საქართველოს ნაკრები “ესტადიო ნუევო ვივეროზე” ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ “ჯვაროსნებს” მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში უკვე 9 წელია, რაც არ მოუგია.
მატჩი ესპანელთა სრული უპირატესობით დაიწყო, მე-14 წუთზე ხოსე გაიას დარტყმულს ხელის შეშლა გურამ კაშიამ სცადა, თუმცა, რიკოშეტის შემდეგ ბურთმა მიმართულება იცვალა და გიორგი ლორიას კარში აღმოჩნდა.
ტაიმის მიწურულს ესპანეთი უკვე 2:0-ს იგებდა და თავი ამ შემთხვევაში სოლერმა ახლო მანძილიდან გამოიჩინა.
ესპანეთმა მე-3 გოლიც მალევე გაიტანა. ამჯერად ფერან ტორესმა შეაგდო.
მე-2 ტაიმი საქართველოს ნაკრების სახიფათო შეტევით დაიწყო. დავითაშვილი უტევდა სახიფათოდ, კუთხურის შემდეგ კი, აზაროვმა სოლერი ლამაზი ფინტით ჩამოიცილა, თუმცა, მისი დარტყმული უნაი სიმონმა მოიგერია.
მალევე დავითაშვილმა კიდევ 2-ჯერ შეუტია და თუმცა ბურთი კონტრ შეტევაზე ესპანელებმა წამოიღეს და სარაბიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0.
საქართველოს ნაკრებს B ჯგუფში მე-5 ადგილი უკავია და ნათელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს ამჯერადაც ვერ მოიპოვებს.





