სამხრეთ ამერიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის მე-5 წუთზე შეწყდა.
მიზეზი კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებია, რომლის მიხედვითაც არგენტინის რამდენიმე ფეხბურთელმა ბრაზილიაში არსებული შესაბამისი რეკომენდაციები და შეზღუდვები დაარღვია.
საქმე ეხება პრემიერ ლიგის ფეხბურთელებს – ემილიანო მარტინესს, ჯოვანი ლო ჩელსოს და კრისტიან რომეროს. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ ლიგაში მოთამაშეების შეცვლა მოითხოვა, რასაც მთლიანი არგენტინის ნაკრების პროტესტი მოჰყვა.
შედეგად, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოედანი სრული შემადგენლობით დატოვეს, შეხვედრა კი გაურკვეველი დროით შეწყდა.





