ესპანეთის რანგით მე-3 ლიგა 22 წლის ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილისთვის წარმატებით განახლდა. „ლევანტე ბ“ „სეკულიამოსს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის 79-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ბრწყინვალე ჯარიმით ანგარიში გახსნა.
შეხვედრის მიწურულს „სელულისასმოს“ ფეხბურთელმა ავტოგოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ გიორგიმ გასულ სეზონში „ლევანტეს“ მთავარ გუნდში ლა ლიგის ეგიდით გამართულ რამდენიმე მატჩში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიის “ბარსელონას” წინააღმდეგაც ითამაშა.





