27 წლის ქართველი ნახევარმცველი ვაკო გვილია კარიერას “რაკოვში” გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ვიცე-ჩემპიონთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
მოგეხსენებათ, გვილია სეზონის ბოლო ვარშავის “ლეგიას” დაემშვიდობა, და უკლუბოდ იყო.
შეგახსენებთ, რომ “რაკოვმა” კბონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინი” დაამარცხა, მაგრამ პლეი ოფში ორი მატჩის ჯამში გიორგი ჩაკვეტაძის “გენტთან” დამარცხდა.





