“დინამო თბილისში” დავით სხირტლაძე დაბრუნდა. 28 წლის შემტევსა და თბილისურ კლუბს შორის ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
შეგახსენებთ, რომ სხირტლაძე დინამოში 2020 წელსაც თამაშობდა და 5 მატჩში 3 გოლი გატანა მოახერხა, მაგრამ შემდეგ გუნდი დატოვა და დანიურ “ვიბორგში” გადაბარგდა.
ცნობისთვის, დავითს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ დანიაში აქვს გატარებული.
სხირტლაძეს საქართველოს ნაკრებში 4-ჯერ აქვს ნათამაშები, თუმცა მას გოლი არ გაუტანია.





