42 წლის მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც სასჯელს აშშ-ში, ნიუ იორკის ერთ-ერთ საპყრობილეში იხდის, საპატიმროდან ფოტოებს ავრცელებს.


ავთანდილ ხურციძე, იგივე „ჩაქუჩა“ ამერიკელმა სამართალდამცველებმა 15 ქართველთან ერთად დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა. დაკავებულთა შორის იყო შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილიც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს, ავთანდილ ხურციძეს კი სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ქართველი მოკრივე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას ამ დრომდე ცდილობს.





