პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაცია წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. 17-წლამდე ძალოსნებში, 73კგ კატეგორიაში მოასპარეზე ნიკოლოზ ესართია ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ახალგაზრდა სპორტსმენმა ატაცში 129კგ დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 158კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ესართიამ ორჭიდის ჯამში 287 კგ აჩვენა, რაც ამ წონით კატეგორიაში მეორე შედეგი იყო. შედეგად, ქართველი სპორტსმენი 1 ოქროს და 2 ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.





