ესპანეთის ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” 18 წლის ტალანტმა ანსუ ფატიმ 9 თვიანი პაუზის შემდეგ პირველად ივარჯიშა. ინფორმაციას ესპანური კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ახალგაზარდა ფეხბურთელმა დაზიანება 2020 წლის 7 სექტემბერს ბეტისთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.
ანსუ ფატის ბლაუგრანას მაისურით 43 ჩატარებულ მატჩი 13 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსნებთ, რომ რონალდ კუმანის გუნდი ლა ლიგის შემდეგ ტურში 29 აგვისტოს ხეტაფეს დაუპირისპირდება და 18 წლის თავდამსხმელი მოედანს შესაძლოა სწორედ ამ შეხვედრაში დაუბრუნდეს.
🤩 @ANSUFATI returns to training with the squad! 🤙 pic.twitter.com/RpEuANufMu
— FC Barcelona (@FCBarcelona) August 24, 2021





