პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს რევაზ მილდიანმა და ლერი ნეფარიძემ 3 მედალი მოუპოვეს.
რევაზ მილდიანმა ატაცში 86 კილოგრამო დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა აკვრაში თავი 102 კილოგრამს გაართავ და მე-5 ადგილი დაიკავა, ორჭიდის ჯამში კი 188 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ლერი ნეფარიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში კი მე-4 ადგილი დაიკავა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი გიგა ოდიკაძემ მოუპოვა.





