ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის პრიზიორებს საჩუქრად 500 ათასი ლარი გადაეცემათ. ინფორმაცია საქართველოს პრემიერ მინსიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელებისთვის გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე გააჟღერა.
შესაბამისად, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, გენო პეტრიაშვილი და იაკობ ქაჯაია აღნიშნული რაოდენობის თანხას დაესაკუთრებიან.
ასევე, დღევანდელ ღონისძიებაზევე გაცხადდა, რომ ერთადერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ძალოსან ანტონ პლესნოის საჩუქრად 250 ათას ლარს მიიღებს.
რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ლაშა ბექაურს და ლაშა ტალახაძეს, ისინი 1 მილიონ ლარს მიიღებენ.





