ავსტრიის ბუნდესლიგის 2021/22 წლების სეზონში ოთარ კიტეიშვილმა პირველი გოლი გაიტანა. გრაცის “შტურმის” ნახევარმცველმა სტუმრად “ვოლფსბერგერის” წინააღმდეგ მოახერხა თავის გამოჩენა.
ოთარმა გატანა კუთხურის გათამაშების შემდეგ თავური დარტყმით მოახერხა.
კიტეიშვილი 88-ე წუთზე შეცვალეს, მან რამდენიმე დღის წინ ამხანაგურ მატჩში იტალიურ “უდინეზეს” გაუტანა ლამაზი გოლი, მანამდე ავსტრიის თასზეც გამოიჩინა თავი.
“ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა ცენტრალურმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა, გურამ გიორბელიძე კი განაცხადში არ იყო.
გრაცის “შტურმს” 3 ქულა აქვს, მე-4 ადგილზეა და მომდევნო ტურში 7 აგვისტოს, “ალტახს” უმასპინძლებს, “ვოლფსბერგერი” კი 1 ქულით მე-11 პოზიციაზე და 8 აგვისტოს, ვენის “რაპიდს” სტუმრად დაუპირისპირდება.





