ბორუსია “დორტმუნდის” 21 წლის ნირვეგიელმა თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა გერმანულ “Sky Sports”-თან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:
“ჩემს აგენტთან ერთი თვეა არ მისაუბრია, ასე რომ ჩემს შესახებ ჭორებზე ვერაფერს გეტყვით. მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს ამბავი ჭორია, რადგან 175 მილიონი ერთი ადამიანის სანაცვლოდ, ძალიან ბევრია. დორტმუნდთან კიდევ 3 წელი მაკავშირებს და აქ ბედნიერი ვარ. ტიტულის მოგება ჩემთვის ძალიან საჭირო იყო და მიხარია რომ ეს შევძელით.”-განაცხადა ჰოლანდმა





