ისრაელში გამართული მატჩი “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალის” ლეგენდებს შორის, “ბლანკოსის” გამარჯვებით დასრულდა. სამეფო კლუბის ლეგენდებმა ანგარიშით 3:2 იმარჯვეს.
ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე რონალდინიო გაუჩომ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა.
მეორე ტაიმის დასაწყისშივრ მადრიდული კლუბის ლეგენდებმა პედრო მუნიტოსმა და ალფონსო პერესმა სამეფო კლუბი წინ გაიყვანეს. მალევე ჟოფრე მატეუმ ანგარიში გაათანაბრა.
70-ე წუთზე რუბენ დე ლა რედმა ამ შეხვედრის უკანასკნელი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.





