მსოფლიო ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური თამაშების ფავორიტების განხილვას აგრძელებს. ამჯერად მათ -90 კილოგრამში მოასპარეზე ლაშა ბექაურის შანსები შეაფასეს:
“მეოთხე არის ლაშა ბექაური, სხვა ქართველ ნიჭიერთა შორის , ისეთივე კარგი, როგორც ტატო გრიგალაშვილი –81 კგ. ბექაური 20 წლისაა და თელ-ავივის გრან-სლემის ფინალში შერაზადიშვილი დაამარცხა, ის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიგო.
სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდურ შეჯიბრში მხარი დაიზიანა. მისი გამოსვლა მის გამოჯანმრთელებაზე იქნება დამოკიდებული. მისი ბედია შერაზადიშვილთან ნახევარფინალში დაპირისპირება, მაგრამ პირველ რიგში მას მოუწევს გაქცეულ ხარებთან გამკლავება”
შეგახსნებთ, რომ ლაშა ბექაური ტატამიზე 28 ივლისს გამოვა.




