2021 წლის კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, რომლის ფინალშიც ლიონელ სკალონის გუნდმა “მარაკანაზე” ბრაზილია ანხელ დი მარიას გოლით დაამარცხა.
ოფიციალურად ცნობილია აღნიშნული ტურნირის სიმბოლური გუნდი, რომელშიც ლიონელ მესი მოხვდა. მის გარდა, ჩემპიონი ქვეყნიდან ნახსენებ ნაკრებში ემილიანო მარტინესი, კრისტიან რომერო და როდრიგო დე პაული გახლავთ.
მეორე ადგილზე ფინალისტი ბრაზილიაა – “სელესაო” 3 მოთამაშითაა წარმოდგენილი. თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ ჩილეს, ეკვადორს, პერუსა და კოლუმბიას.
სრული თერთმეტეული ესეთია:
მეკარე: ემილიანო მარტინესი (არგენტინა);
მცველები: მაურისიო ისლა (ჩილე), კრისტიან რომერო (არგენტინა), მაკინიოსი (ბრაზილია), პერვის ესტუპიანიანი (ეკვადორი);
ნახევარმცველები: როდრიგო დე პაული (არგენტინა), კაზემირო (ბრაზილია), იოსიმარ იოტუნი (პერუ);
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (არგენტინა), ნეიმარი (ბრაზილია), ლუის დიასი (კოლუმბია).






