დორტმუნდის “ბორუსიამ” 2021/22 წლების სეზონისთვის მზადება დაიწყო, მაგრამ გუნდის შეკრებაზე ერლინგ ჰალანდი არ გამოცხადდა. ამის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ნორვეგიელ ფორვარდს გერმანული კლუბის დატოვება სურს და ბრიტანული მედიის ცნობით, ლონდონის “ჩელსისთან” პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს. გერმანული პრესაც ჰალანდის შეკრებაზე არგამოცხადებას სწორედ მოსალოდნელ ტრანსფერს უკავშირებს.
დორტმუნდში კი კატეგორიულად გამორიცხავენ მიმდინარე ზაფხულს ჰალანდის გასხვისებას. ბორუსიას სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა მომხდარზე გერმანულ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და იხუმრა: “ის უკვე ინგლისშია”.
ცორკმა იხუმრა, მაგრამ ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ შეკრებაზე ჰალანდის არმისვლის მიზეზი სწორედ “ჩელსიში” მოსალოდნელი ტრანსფერია. შეგახსენებთ, რომ ერლინგ ჰალანდი დორტმუნდის ღირსებას 2020 წლიდან იცავს და გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 41 მატჩში 41 გოლი გაიტანა.





