ყაზანის „რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ „ხიმკისთან“ ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
რუსი სპეციალისტის თქმით, ქართველი ფეხბურთელი ახალ სეზონს ყაზანური კლუბის შემადგენლობაში დაიწყებს.
„წავა, თუ არა ხვიჩა?! ეს ჯერჯერობით უცნობია. კლუბის დირექტორმაც განაცხადა, რომ რუბინს ფეხბურთელზე წინადადებები არ მიუღია. ამ გარემოების გათვალისწინებით ხვიჩა ახალ სეზონს ისევ „რუბინში“ დაიწყებს“, – განაცხადა სლუცკიმ.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი ახალი სეზონისთვის ამ დრომდე „რუბინთან“ ერთად ემზადება. ხვიჩამ ყაზანური კლუბის შემადგენლობაში ბოლო მატჩი დღეს, „ხიმკისთან“ ჩაატარა და თავის გუნდს 1:0 მოაგებინა.





