22 წლის ფრანგი ფეხბურთელი ბუბაკარი სუმარე „ლესტერ სიტის“ ფეხბურთელია. ინფორმაციას ინგლისური გუნდის ვებგვერდი ადასტურებს.
კონტრაქტის დეტალებით ჯერჯერობით უცნობია.
ახლაგაზრდა ფეხბურთელმა ტრანსფერთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ამაყი ვარ, რომ კარიერას პრემიერ ლიგაში გავაგრძლებ და მითუმეტეს ისეთ დიდ გუნდში, როგორიც ლესტერია. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი განვითარებაში დამეხმარება.
ლესტერი ძალიან ამბიციური გუნდია. როდესაც ისინი მათ გეგმებზე მესაუბრნენ და მითხრეს ჩემგან რა უნდოდათ, გადავწყვიტე, რომ აქ უნდა წამოვსულიყავი. ნამდვილად ძალიან ამაყი ვარ აქ ყოფნით და ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდისთვის“, – განაცხადა სუმარემ
ცნობისთვის, 22 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში „ლილის“ ღირსებას იცავდა, რომლის მაისურით 32 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფრანგი ფეხბურთელი თავისი ნაკრების 21 წლამდელებთა გუნდის ღირსებასაც 2019-2021 წლებში იცავდა.





