ევრო 2020-ის მერვედფინალში, შვეიცარიასთან მარცხის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის ნაკრების მცველმა, რაფაელ ვარანმა განვლილი შეხვედრა შეაფასა.
„უდიდესი იმედგაცრუებაა. ჩვენ პირველ ტაიმში თამაში აგვერია, მეორე ტაიმში სიტუაცია გამოვასწორეთ და დავბრუნდით, თუმცა მეტოქეს სივრცეები დავუტოვეთ და მათ გათანაბრება შეძლეს. პენალტები ლატარიაა. ჩვენ დამატებით დროში გატანა შეგვეძლო, შანსები ნამდვილად გვქონდა. ახლა ჩვენს მომავალ მიზნებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა ფრანგმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთის ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა. ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ, 3:3 მორჩა, პენალტების სერიაში კი შვეიცარიის გაკრებმა გაიმარჯვა.





