შერეული ორთაბრძოლების მოყვარულთ წინ დიდი სიურპრიზი ელით. პოპკორნი, ლუდი, რბილი სავარძელი, კარგი ტელევიზორი და ნირვანაში ყოფნა გარანტირებულია.
კონორ მაკგრეგორი ოქტაგონს უბრუნდება. ამას უკვე წყალი აღარ გაუვა, რადგან UFC ოფიციალურ პრომო ვიდეო-რგოლსაც ავრცელებს, სადაც ირლანდიელი მებრძოლის და მისი მეტოქის დასტინ პიორეს საუკეთესო ეპიზოდებია შეყვანილი.
ბრძოლის თარიღად 2021 წლის 23 იანვარი დასახელდა, თუმცა მისი გამართვის ადგილი ჯერ უცნობია. ირლანდიელი და ამერიკელი მოჩხუბრები აქამდეგ გადაყრიან ერთმანეთს. 2014 წელს, მაკგრეგორმა პიორეს პირველ რაუნდში ნოკდაუნით დაამარცხა.
Get ready for war. #UFC257 pic.twitter.com/36IhjZqBNF
— UFC (@ufc) December 13, 2020
შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორი ოქტაგონზე 2020 წლის იანვრის შემდეგ აღარ გამოჩენილა. ბოლოს მან დონალდ სერონე გალახა და კარიერის დასრულების შესახებ მესამედ განაცხადა, თუმცაროგორც ირკვევა კვლავ დაბრუნებას აპირებს.
კონორ მაკგრეგორს, კარიერაში მხოლოდ 4 მარცხი აქვს, ხოლო ოქტაგოგი გამარჯვებულს 22-ჯერ დაუტოვებია.





