18 ნოემბერი თბილისის “დინამოს” და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელის, დავით ყიფიანის დაბადების დღეა.
ყიფიანმა “დინამოს” რიგებში 1971-1982 წლებში იასპარეზა და 351 ჩატარებულ შეხვედრაში 126-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ- ს ჩემპიონი, ბროლის თასის ორგზის მფლობელი, ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი, სსრკ- ს საუკეთესო ფეხბურთელი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ითამაშა ევროპის ნაკრების შემადგენლობაში. დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის რანგში, მოპოვებული აქვს ჩემპიონის 6 ტიტული, 3 თასი და 2 სუპერთასი.
საქართველოში დავით ყიფიანს დაფასება და სიყვარული არ აკლდა და 2001 წელს საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა.
დღეს დავით ყიფიანს 70 წელი შეუსრულდებოდა. “დინამოს” ლეგენდა 2001 წლის 17 სექტემბერს მომხდარ ავტოავარიას შეეწირა.





