შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველი მებრძოლები მორიგი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან. 19 ივნისს, ყაზახეთში ლიგა Mergen FC-ის ფარგლებში პრესტიჟული შეჯიბრი გაიმართება, სადაც სამი ქართველი მებრძოლი გამოვა.
საქართველოს ღირსებას გიორგი ფორჩხიძე, ნოდარ ხოტენაშვილი და ალეკო საღლიანი დაიცავენ, რომლებიც Alpha Green-ის საბრძოლო კლუბში ირიცხებიან. სამივე მებრძოლი ყაზახ სპორტსმენებს დაუპირისპირდებიან.
ბრძოლების პირდაპირი ტრანსლაცია Alpha Green-ის Facebook და Instagram-გვერდებზე შედგება.




