ნიდერლანდელი ფეხბურთელს, მემფის დეპაის და „ბარსელონას“ გარშემო შექმნილი საგა ფინიშში გადის. კატალონიური რადიოს და სააგენტო „მუნდო დეპორტივოს“ ცნობით, „ლიონის“ შემტევი „ბლაუგრანაში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
გამოცემის მტკიცებით, გუნდები ამ ეტაპზე უკვე დასკვნით ფაზაში არიან შესულები და ტრანსფერის ბოლო დეტალებს აგვარებენ. კატალონიური კლუბი საბოლოოდ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციაზე და მზადაა ფეხბურთელთი „ლიონის“ მიერ შემოთავაზებული ღირებულება გადაიხადოს. დიდია ალბათობა, რომ ყველაფერი ამ უქმეებზე გადაწყდეს.
ცნობისთვის, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში „ლიონის“ მაისურით 40 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.





