აფრიკული პრესა ირწმუნება, რომ ეთიოპიის ნაკრების და Ethiopian Coffee Addis Abeba-ს ფორვარდი აბუბაქერ ნასირი კარიერას გორის დილაში გააგრძელებს.
მათივე ინფორმაციით, 31 მაისს გორის დილამ ოფიციალური წერილით მიმართა ეთიოპიურ გუნდს და ფეხბურთელის დამატების სურვილი ამცნო. როგორც ირკვევა, ყველა დეტალი მოგვარებულია და თუ ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას წარმატებით გაივლის, გორის დილაში ჩაირიცხება.
აბუბაქერ ნასირმა ეთიოპიის ჩემპიონატის გასულ სეზონში ჩატარებულ 23 შეხვედრაში თავი 29 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
რაც შეეხება ნაკრებს, ფეხბურთელმა ეროვნული გუნდის მაისური სულ 7 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლის გატანა მოახერხა.





