ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ქართულ დელეგაციას მეორე ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.
81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტატო გრიგალაშვილი პლანეტის პირველობის ფინალში გავიდა. ახალგაზრდა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტი 23 წამში სუფთა გდებით დაამარცხა, ფინალში კი ბელგიელ მატიას კასეს შეერკინება. ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე მხოლოდ ერთი მედალია, ისიც ოქროსი. გუშინ 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.





