კანადური წარმოშობის ინგლისელი მცველი ფიკაიო ტომორი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ლონდონის ჩელსიდან მილანში გადავა, სადაც მან გასული სეზონის ნახევარი იჯარის წესით გაატარა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო აცხადებს, რომ იტალიური კლუბი ინგლისელის შეძენის პუნქტს ააქტიურებს, რომელიც საიჯარო ხელშეკრულებაშია გაწერილი და 28 მილიონი ევროა.
23 წლის ფეხბურთელი მილანელებთა 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდება.
გარდა ტომორისა, ლონდონურ კლუბს ამ ზაფხულს ემერსონი, ტიემუე ბაკაიოკო და დავიდე ზაპაკოსტა დატოვებენ.
გასულ სეზონში ტომორიმ მილანის შემადგენლობაში სერია A-ში 17 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.





