გიორგი მერებაშვილმა რომ პლოცკის“ ვისლა დატოვა ძველი ამბავია. ქართველმა ფეხბურთელმა პოლონურ გუნდში 5 წელი გაატარა და დამშვიდობების დროც დადგა.
რა თქმა უნდა, მერებაშვილი ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალი გუნდის ძიებაშია. 34 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ ყოჩაღად შეუძლია ბურთის გორება.
არ არის გამორიცხული, გიორგი მერებაშვილი ყოფილ გუნდს დაუბრუნდეს. საუბარია სერბულ „ვოივოდინაზე“, სადაც ქართველი ფეხბურთელი პოლონეთში გადასვლამდე თამაშობდა.
როგორც სერბული მედია იუწყება, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია. უფრო მეტიც – გიორგი მერებაშვილს კარიერის დასრულება სულაც „ვოივოდინაში“ სურს.




