შვედეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იან ანდერსონმა „ევრო 2020“-სთვის განაცხადი გამოაქვეყნა.
სიაში 26 ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩიც, რომლის ევროზე გამგზავრებაც საეჭვო იყო, თუმცა როგორც ჩანს 39 წლის ფეხბურთელი ტურნირამდე გამოჯანმრთელებას მოასწრებს.
იან ანდერსონის არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები: კარლ-იოჰან იონსონი (კოპენჰაგენი, დანია), კრისტოფერ ნორდფელდტი (გენჩლერი, თურქეთი), რობინ ოლსენი (ევერტონი, ინგლისი).
მცველები: ლუდვიგ აუგუსტინსონი (ვერდერი, გერმანია), მარკეუ დანიელსონი (დალიან იფანი, ჩინეთი), ანდრეას გრანკვისტი (ჰელსინგბორგი), ფილიპ ჰელანდერი (რეინჯერსი, შოტლანდია), პონტუს იანსონი (ბრენტფორდი, ინგლისი), ემილ კრაფტი (ნიუკასლი, ინგლისი), მიკაელ ლეუშტიგი (აიკ), ვიქტორ ლინდელოფი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), მარტინ ოლსონი (ჰელსინგბორგი).
ნახევარმცველები: იენს კაიუსტე (მიდტიულანდი, დანია), ვიქტორ კლასონი (კრასნოდარი, რუსეთი), ალბინ ეკდალი (სამპდორია, იტალია), ემილ ფორსბერგი (ლაიპციგი, გერმანია), დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი, იტალია), სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი (კრასნოდარი, რუსეთი), რობინ კაისონი (მაინცი, გერმანია), კენ სემა (უოტფორდი, ინგლისი), მატიას სვანბერგი (ბოლონია, იტალია), გუსტავ სვენსონი (სიეტლ საუნდერსი, MLS).
თავდამსხმელები: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), ალექსანდერ ისაკი (რეალ სოსიედადი, ესპანეთი), რობინ კუაისონი (მაინცი, გერმანია), მარკუს ბერგი (კრასნოდარი, რუსეთი).
ევროპის ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ესპანეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის ნაკრებებს შეხვდება.





