ტოკიოში მიმდინარე მაისის ნაცუ ბაშოს მეათე დღეს, ქართველი მეშვიდე მაეგაშირა ტოჩინოშინი მეცამეტე მაეგაშირა დაიამამის დაუპირისპირდა და ცუკიოტოშის ილეთით ლამაზ სტილში დაამარცხა.
ქართველ სუმოტორისთვის 3 მოგება და 7 მარცხი დაუგროვდა და უარყოფითი ბალანსი აქვს. მას უარყოფით ბალანსთან ერთი მარცხი აშორებს და თუ ეს არ უნდა, დარჩენილი ყველა დაპირისპირება უნდა მოიგოს, რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელია.
ხვალ ლევანის მეტოქე მეოთხე მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, ვის ანგარიშზეც ლევანის მსგავსად 7 მარცხია და ცუდი ბაშო აქვს.





