როგორც ჩანს, ქართველ სუმოისტს ლევან გორგაძეს „ნაცუ ბაშოზე“ მონაწილეობისგან თავი უნდა შეეკავებინა. იმას, რაც ტოკიოში მიმდინარე ბაშოზე ტოჩინოშინის თავს ხდება ჯობდა ტურნირზე საერთოდ არ გამოჩენილიყო.
რა თქმა უნდა, სპორტში ყოველთვის ვერ მოიგებ, ხანდახან მარცხიც გარდაუვალია, თუმცა ასეთი გამოცდილი რანგის სუმოისტისგან, როგორიც ლევან გორგაძეა გაცილებით მეტის მოლოდინი გვქონდა. გასაგებია, რომ ტრავმამ ტოჩინოშინი უკან დახია და სასურველ ფორმაში ვეღარ შევიდა, მაგრამ თუ ყველასთან უნდა წაეგო, სასურველი იყო ეს ტურნირი გამოეტოვებინა.
მოკლედ, ეს შესავალი იმად დაგვჭირდა, რომ ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოს მე-9 დღეს მორიგი მარცხი იწვნია. ქართველი ფალავანი ამჯერად მე-4 მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. მეტი ობიექტურობისთვის ისიც ვთქვათ, რომ ტოჩინოშინს ძველმა ტრავმამ თავი შეახსენა და ორთაბრძოლაც მალე დათმო.
ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე უკვე მე-7 მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 მოგების ამარაა.
ტურნირის მე-13 დღეს ლევან გორგაძის მეტოქე დაეამამი იქნება, რომელსაც ჩვენებური სუმოისტი აქამდე არასოდეს შეხვედრია.





