იტალიური რომას სომეხი ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი მზადაა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს.
სომეხ ნახევარმცველს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება. მას აქვს შესაძლებლობა იგი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, მაგრამ რომაელთა მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიოს დანიშვნის გამო ვარაუდობენ, რომ ის გუნდს დატოვებს.
32 წლის ფეხბურთელმა თავის აგენტს მინო რაიოლას სხვა გუნდების წინადადებების შესწავლა სთხოვა.
რაიოლამ მხითარიანის კანდიდატურა რამდენიმე იტალიურ კლუბს, მათ შორის მილანსაც შესთავაზა.
ნახევარმცველი მინიმუმ ორი სეზონიანი ხელშეკრულების მიღებას ელოდება, თანაც საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას, ყოველწლიურად ხუთ მილიონ ევროს ითხოვს.
რომა, რომელშიც მხითარიანი სეზონში სამ მილიონს იღებს, პლუს მილიონიან პრემიასაც იღებს, მისი შენარჩუნებით არის დაინტერესებული.
აღსანიშნავია, რომ მოურინიო და მხითარიანი ერთად მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობდნენ. მათ შორის კონფლიქტმა კი ფეხბურთელის არსენალში გაშვება გამოიწვია.
ამ სეზონში სერია A-ს 32 მატჩში, მხითარიანმა 11 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.





