არახალი ამბავია, რომ ჟოზე მოურინიო „ტოტენჰემიდან“ დათხოვნის შემდეგ უმუშევარი დიდხანს არ დარჩენილა და მსურველიც მალე გამოუჩნდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „რომასთან“ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„ჯოლოროსის“ ქომაგები მოურინიოს იტალიის დედაქალაქში ჩასვლას მოუთმენლად ელიან და მის საპატივცემულოდ სხვადასხვა ღონისძებებიც იმართება.
საკმაოდ ორიგინალურ ხერხს მიმართა რომის ერთ-ერთი სანაყინეს მეპატრონემ. მან მოურინიოს სახელობის ნაყინი გამოუშვა და სახელწოდებაც საინტერესი შეურჩია – „განსაკუთრებული“.
ბუნებრივია, ეს ამბავი სოციალურ ქსელშიც უმალ გავრცელდა და თავად ჟოზე მოურინიომდეც მივიდა. გამოცდილმა პორტუგალიელმა მწვრთნელა ინტერნეტით მანგოს და მარწყვის არომატის ნაყინი შეუკვეთა.
მოკლედ, „რომას“ გულშემატკივრებს ჟოზე მოურინიოსი ძალზედ ეიმედებათ. ვნახოთ რამდენად გაამართლებს მათ ნდობას თავად პორტუგალიელი სპეციალისტი.





