მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ახალი სუპერლიგის დამტკიცების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა:
„ჩვენ ვაპირებთ, რომ ფეხბურთს დავუბრუნოთ ის დონე, რომელიც ჰქონდა წლების წინ და იყოს ის იმ ღირსეულ ადგილზე, რომელსაც იმსახურებს. ფეხბურთი ერთადერთი გლობალური სპორტია, რომელსაც 4 მილიარდზე მეტი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი, როგორც დიდი კლუბების მთავარი მოვალეობა გულშემატკივრების მოთხოვნების დაკმაყოფილებაა“, – განაცხადა ფლორენტინო პერესმა.
შეგახსენებთ, რომ ახალი სუპერ ლიგის პირველი პრეზიდენტი 4 წლის ვადით სწორედ ფლორენტინო პერესი იქნება.





