ლისაბონში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე სამწუხარო მარცხი იწვნია ვარლამ ლიპარტელიანმა
-100 კგ წონით კატეგორიის ფინალში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ბელგიელ ტომა ნიკიფოროვს შევდა და სუფთა გდებით დამარცხდა.
შედეგად, ლიპო ტურნირზე ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება ილია სულამანიძეს შეეძლო, თუმცა 19 წლის ძიუდოისტმა გადამწყვეტი შეხვედრა ფრანგ ალექსანდერ იდირთან დათმო.





