რუსეთის პრემიერ ლიგის 26-ე ტურში ყაზანის „რუბინი“ სტუმრად „ურალს“ ეთამაშება.
ქართველი გულშემატკივრებისთვის სამწუხაროდ, მატჩის 32-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ ერთ-ერთი დრიბლინგის დროს კუნთის ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა 20 წლის ფეხბურთელის დაზიანება. როგორც ვიდეოში ჩანს, მას დამოუკიდებლად მოედნის დატოვებაც გაუჭირდა.





