ჩემპიონთა ლიგას ახალი გამარჯვებული ეყოლება. მოქმედი ჩემპიონი „ბაიერნი“ ტურნირს 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ალბათ სიმბოლურიც არის, რომ მიუნხენური გრანდი იმ გუნდთან დამარცხდა, ვისაც წინა სეზონის ფინალში აჯობა.
მოკლედ, „პსჟ“ ნახევარფინალშია. მართალია, გერმანულმა გრანდმა მრისხანე მეტოქეს პარიზში ჩუპო-მოტინგის გოლის წყალობით 1:0 მოუგო, მაგრამ შინ წაგებული 2:3-ის გამო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირთან დამშვიდობება მოუწევს.
რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ იმედგაცრუება ეტყობოდა „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ჰანს დიტერ-ფლიკს.
„პირველ მატჩში უამრავი მომენტი გავანიავეთ, მეტოქემ კი რაც შექმნა ყველა გაიტანა. მიუნხენში მესამე გოლი რომ არ მიგვეღო, ახლა ნახევარფინალში ჩვენ ვიქნებოდით.
ძლიერი მეტოქე გვყავდა. პსჟ ძალზედ სახიფათო გუნდია, განსაკუთრებით შეტევით ფაზაში. ამიტომაც ღირსეულ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდით და მინდა მათ ეს წარმატება მივულოცო.
„ბაიერნს“ ფანტასტიური შეტევითი პოტენციალი აქვს. ჩვეულებრივ ამ კომპონენტში არ გვიჭირს, მაგრამ დღეს დამარგვირგვინებელი დარტყმა გვაკლდა. მომხდარს უნდა შევეგუოთ“ – აღნიშნავს „ბაიერნის“ თავკაცი.





