ორიდე დღის წინ, ის თავის გუნდს ელ-კლასიკოში ტრიბუნიდან ქომაგობდა. „რეალის“ კაპიტანი ტრავმის გამო „ბარსელონას“ წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავიდა. გეცოდინებათ იმ მატჩში „რეალმა“ მოსისხლე მტერი 2:1 დაამარცხა.
ახლა კი ირკვევა, რომ სერხიო რამოსს კორონავირუსი დაუდასტურდა. „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით დაპირისპირებას რამოსი ისედაც გამოტოვებდა, მაგრამ გუნდთან ერთად ყოფნას აპირებდა, რაც უკვე გამოირიცხა. კაპიტანი სამეფო გუნდს ინგლისში ვერ გაყვება.
სერხიო რამოსის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას „რეალის“ ოფიციალური გვერდიც ადასტურებს.
აქვე ისიც ვთქვათ, რომ Covid 19-ით მადრიდული გრანდის კიდევ ერთი მცველი რაფაელ ვარანია დაინფიცირებული.





