ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 9 აპრილი ქართული დელეგაციისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. 96 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელმა ძალოსანმა, ანტონ პლესნოიმ მოსკოვში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და ამ სიმბოლურ დღეს რუსეთში საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.
ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონობასთან ერთად, ნატურალიზირებულმა ქართველმა ატაცშიც და აკვრაშიც ოქროს მედლები მოიპოვა. ატაცში პლესნოიმ 180 კგ ასწია, აკვრაში – 213, ორჭიდის ჯამში კი 393 კილოგრამი დააფიქსირა.
შესაბამისად, 96 კგ წონით კატეგორიაში ქართული დელეგაციის ანგარიშზე სამი ოქროს მედალია!





