მოსკოვში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე მიმდინარეობს. 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, სადაც ჩვენს ქვეყანას გოგა ჩხეიძე წარმოადგენდა აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა საწყის დისციპლინაში – ატაცში სამივე მისვლა 134, 138 და140 წარმატებით გამოიყენა, მაგრამ სამეულში შესასვლელად პლუს 5 კილოგრამი იყო საჭირო.
ჩხეიძე მდგომარეობის გამოსწორება აკვრაში სხადა და კარგადაც დაიწყო, ჯერ 165, მერე 170 კილოგრამი დაძლია, მაგრამ მესამე მისვლაზე 175 კილოგრამის დაძლევა ვერ მოახერხა.
მიუხედავად ამისა, ქართველმა ძალოსანი უმედლოდ არ დარჩენილა – საბოლოოდ, მან აკვრაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.





