გამოცემა Het Laatste Nieuws-თან საუბარში, ბელგიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჟილ დე ბილდემ, რომელიც ადრე ანდერლეხტსა და პსვ-ში თამაშობდა, მადრიდის რეალის ნახევარმცველი ედენ აზარი გააკრიტიკა.
„მთელი კარიერის განმავლობაში აზარს მხოლოდ თავისი ნიჭის სჯეროდა, მაგრამ ის თავის თავზე არასდროს მუშაობდა.
როცა შენ მსოფლიოს უდიდეს კლუბში გადადიხარ, ხდები ამხელა კლუბის ისტორიაში რეკორდული ტრანსფერი, თქვენგან ელიან, რომ კრიშტიანუ რონალდუს შეცვლით, მაგრამ ჭარბი წონა გაქვთ, ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.
მოთამაშეები, რომლებიც ფიზიკურ სიმყარეს დიდ დროს უთმობენ, ტრავმებისგან უფრო ადვილად თავისუფლდებიან. შემოქმედებითი ფეხბურთელები, როგორიც ედენიამოედანზე კომფორტულად უნდა იყვნენ.
თუ მას შეუძლია, მაშინ ის ევრო 2021-ზე უნდა წაიყვანონ, რადგან მისი ნიჭის პატრონს, მატჩის მოგება 15 წუთშიც შეუძლია“, – განაცხადა დე ბილდმა.





