The Athletic and Stadium-ის ინსაიდერი შემს შარანიას განცხადებით, NBA-ში 4 გუნდიანი ე.წ.ბლოკბასტერ ტრეიდი განხორციელდა, რომელმაც ლიგა მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს.
ჰიუსტონ როკეტსის აწ უკვე ყოფილი ლიდერი ჯეიმს ჰარდენი ბრუკლინ ნეტსში გადავიდა, ვიქტორ ოლადიპო, როდიონს კურუქსი და დანტე ექსამი, ასევე 4 პირველი რაუნდის არჩევანი ტექსასურ გუნდში.
Sources: Full current trade:
Rockets: Victor Oladipo, Dante Exum, Rodions Kurucs, 3 BKN first-rounders (22, 24, 26), 1 MIL first (22, unprotected), 4 BKN 1st round swaps (21, 23, 25, 27)
Nets: James Harden
Pacers: Caris LeVert, 2nd-rounder
Cavs: Jarrett Allen, Taurean Prince
— Shams Charania (@ShamsCharania) January 13, 2021
ჰარდენის სავარაუდო გაცვლაზე საუბრები ბოლო დღეებში გამძაფრდა და ყველაფერი მაშინ დადასტურდა, როდესაც სუპერვარსკვლავმა ტრეიდის მოთხოვნა საჯაროდ, ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის წაგების შემდეგ, სამშაბათს ღამით დააფიქსირა.
როგორც ცნობილია, ჰარდენის დამატებასთან ყველაზე ახლოს ბრუკლინელებთან ერთად ფილადელფიაც იყო, თუმცა როგორც ჩანს ნეთსმა უკეთესი შეთავაზება გააკეთა.
ჯეიმსი ბრუკლინში მიდის, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, წასვლა სურდა კიდეც. ნამდვილი შოკი გოგას პეისერსის გარიგებაა, რომლებმაც გუნდის ლიდერი ვიქტორ ოლადიპო კარის ლევერტით ჩაანაცვლეს.





