ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოქრო მოუტანა. 21 წლის სპორტსმენის დედამ ბოკა წიკლაურმა შვილის წარმატებსათან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
მადლობა უფალს,დიდი სიხარულისთვის,ყველა ადამიანს,სრულიად საქართველოს,შოკისმომგვრელი სიხარულისთვის,ლაშა ბექაურმა მეგონა გააერთიანა:ერი,ბერი,არავის ახსოვდა კომფლიქტები,პოლიტიკა,ყველა ქომაგობდა,უყურებდენ და ბოლოს დიდმა სიხარულმა მოიცვა მთელი საქართველო…ჩემი ამბიცია ცხოვრებაში,ადამიანების ურთიერთგაგება,გატანა,მხარდაჭერა,სიყვარულია!!!არაფერი გვიშლის ხელს,გვიყვარდეს ერთმანეთი ქართველებს!ერთმუშტად შეგვკრას დიდმა სიხარულმა(როგორც ვიცითხოლმე)!მადლობა ადამიანებო,ჯერ ისევ სიხარულითგამოწვეული შოკი მაქვს!არადა დიდ ტკივილს,მოუშუშებელს დავატარებდი გულით,გულით რომელი გულიც ლაშას ბიძამ ჩემმა ძმამ წაიღო. ლაშამ ჩემი სოსო გამიცოცხლა!ჩემი გული აამზიანა და დიდი სიხარულით შეცვალა. მადლობა დედი,ამისთვის,ყველაფრისათვის!გილოცავ დედი. მიყვარხართ,მიყვარხართ,მიყვარხართ ქართველებო! – განაცხადა ბექაურის დედამ




