29 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის კაცთა ტურნირში განთესილ მოთამაშეთა შორის იქნება. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ოლიმპიადაზე 16 ჩოგბურთელი განთესეს, ნიკას კი მე-15 ნომერი მიენიჭა. ეს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს განახლებულ რეიტინგში ბასილაშვილმა 13 პოზიცია დაკარგა და 1 565 ქულით 42-ე ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ჩემპიონობისთვის 35 ქვეყნის წარმომადგენელი 64 ჩოგბურთელი იბრძოლებს. ტურნირი 24 ივლისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში ტოკიოს Ariake coliseum-ის კომპლექსში ჩატარდება, პირველი რაუნდის მატჩები კი 24 და 25 ივლისსაა დაგეგმილია.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონაწილეობა 2016 ბრაზილიის ქალაქ რიოში გამართულ ოლიმპიადაშიც მიიღო, თუმცა, იქ პირველივე წრეში მე-11 ნომრად განთესილ ურუგვაელ პაბლო კუევასთან წააგო.








