გიორგი შერმადინი ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. გათამაშების 37-ე ტურში მისმა „ტენერიფემ“ „სარაგოსა“ დიდი სხვაობით, 91:60 დაამარცხეს.
განვლილ მატჩში შერმადინმა 24 წუთი ითამაშა და ამ დროის განმავლობაში 20 ქულა, 8 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააფიქსირა. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 31-ს გაუტოლდა რაც არამარტო მატჩი, ზოგადად მთლიან ტურში საუკეთესო იყო.
სწორედ ამიტომ, ესპანეთის საკალათბურთო ლიგის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა შერმადინი 37-ე ტურის MVP-ედ დაასახელა.
ასევე შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ „შერმა“ გულშემატკივრების ვერსიით, სეზონის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. ქართველ კალათბურთელს გამოკითხულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 19621-მა გულშემატკივარმა დაუჭირა მხარი. გამოკითხვის მეორე ეტაპი კი ლიგის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს შორის უნდა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში უმრავლესობის არჩევანს 25%-იანი ძალა აქვს.







