ჩემპიონთა ლიგის სპეციალისტად შერაცხული ზინედინ ზიდანი ამჯერად ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა. მისმა გაწრთვნილმა „რეალმა“ ლონდონის „ჩელსისთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა. არისტოკრატებმა სამეფო გუნდი სტემფორდ ბრიჯზე 2:0 დაამარცხეს და ფინალშიც დამსახურებულად გავიდნენ.
რა თქმა უნდა, გულგატეხილი და იმედგაცრუებულია „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი.
„ბევრს ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. თავი მაღლა უნდა ავწიოთ და ვაღიაროთ, რომ დღეს ჩელსიმ გვაჯობა. ის ჩვენზე უკეთესი გამოდგა.
მიუხედავად მარცხისა, ჩემი გუნდით და ფეხბურთელებით ვამაყობ. ჩვენ ფინალამდე სულ ცოტა დაგვაკლდა. ჩელსინს ნამდვილად ეკუთვნის შექება.
დღეს ბევრი მომენტი ვერ შევქმენით, მეტოქეს კი არაერთი შანსი ჰქონდა. რას ვიზამთ, ასეთია ფეხბურთი. ხდება ხოლმე როდესაც შენი დღე არ არის. მარცხს უნდა შევეგუოთ, კარგად დავისვენოთ და ლა-ლიგაზე გადავერთოთ. შეგვიძლია რეაბილიტაცია ქვეყნის ჩემპიონობით მოვახდინოთ“ – აღნიშნა ზინედინ ზიდანმა.





