გიორგი ჩაკვეტაძე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სავარაუდოდ “გენტს” დატოვებს. ქართველი შემტევი განაცხადშიც ვეღარ ხვდება და შესაბამისად სათამაშო პრაქტიკა აღარ აქვს.
აღნიშნული თემის შესახებ ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა გიორგის სტატია მიუძღვნა.
“გიორგი ჩაკვეტაძე, შესაძლოა, სხვა კლუბში გადავიდეს. ჩაკვეტაძეს მიმდინარე სეზონში სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ მწვრთნელის დარწმუნებას იშვიათად ახერხებდა. დიდი ხნის განმავლობაში მას უზარმაზარ ტალანტად მიიჩნევდნენ, მაგრამ ბევრი ტრავმის შემდეგ ქართველმა რეგრესი განიცადა”, – წერს ბელგიური გამოცემა.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” შემადგენლობაში 15 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.
22 წლის ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.





