ბელგიურმა გამოცემა voetbalnieuws-მა “გენტის” ქართველ ფეხბურთელს გიორგი ჩაკვეტაძეს სტატია მიუძღვნა და მის კლუბიდან წასვლას ვარაუდობენ.
“ჩაკვეტაძე გენტში ბოლო კვირებს ატარებს, თუმცა ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი კლუბია მზად მის გადასაბირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს ვარსკვლავის პოტენციალი აქვს, მისი ტრავმებისადმი მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის ნაკლებობა დიდი მინუსია დაინტერესებული კლუბებისთვის. ამიტომ, რთული იქნება ახალი კლუბის პოვნა და ძალიან დიდი განსხვავებაა 2017 წლისგან, როცა ევროპული ტოპკლუბების რიგი ედგა”, – წერს ბელგიური გამოცემა.
22 წლის ქართველ ფეხბურთელს ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება.
ცნობისთვის, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში “გენტის” რიგებში 15 მატჩი ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი მიითვალა.





