გიგა ჭიკაძის მეტოქე კელვინ კატარმა ამერიკულ გამოცემა DAZN-თან ინტერვიუში ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა:
“ნებისმიერ მომენტში, როდესაც დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლის წინააღმდეგ გასვლის შანსს იღებ, წინა ჩხუბებიდან მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოიყენო. წონის Top 5 მებრძოლი ყველა დანარჩენისგან გამორჩეულია. შენ ტიტულისთვის მებრძოლ ბიჭებთან იბრძვი, რაც მომდევნო შეხვედრებთვის ძლიერ ოპონენტებთან გასასვლელად გამზადებს.
ვნახოთ, არის თუ არა გიგა ამ დონეზე. ამას სულ მალე შევამოწმებთ,” – განაცხადა კატარმა.
შეგახსენებთ, რომ გიგა ჭიკაძესა და კელვინ კატარს შორის ბრძოლა თბილისის დროით, 16 იანვარს შედგება.
გამარჯვების შემთხვევაში გიგა ქამრის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნება.





