საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან უელსის მასტერსის მერვედფინალში ითამაშებს. ნიკამ 1/16 ფინალში ესპანელი ალბერტ რამოსი ორსაათნახევრიან დაპირისპირებაში სამ სეტში – 4:6; 7:6; 6:2 დაამარცხა და აღნიშნულ ტურნირის ამ ეტაპზე თავისი კარიერის განმავლობაში პირველად იასპარეზებს.
გუშინდელ შეხვედრას ბასილაშვილის გერმანელი საცოლე, შარლოტა ელენიც ესწრებოდა, რომელის ნიკას მოგებით, ბუნებრივია გახარებული იყო. მატჩის რეჟისორებს მისი ემოციები არ გამოპარვიათ.
მერვედფინალში ბასილაშვილის მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 3:2-ს უგებს.





