ტოკიოში მიმდინარე სუმოს საშემოდგომო სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მეორე გამარჯვება მოიპოვა. მეექვსე საშეჯიბრო დღეს ქართველი სუმოისტი მე-14 მაეგაშირა იუტაკიამას შეხვდა და იორიკირით გაიმარჯვა.
ამ გამარჯვებით ლევან გორგაძემ 4-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და მისი ბალანსი 2:4-ზე გახდა.
ქართველი რიკიში მომდევნო შეხვედრას ხვალ, აღმოსავლეთის მე-14 მაეგაშირა კაისეისთან გამართავს.





